ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
2026-07-15 08:20:21

ომი უკრაინაში

14 ივლისს, თურქული კომპანია „ოკეან მარიტიმის“ საკუთრებაში არსებულ სამოქალაქო სავაჭრო გემ „ატლას ბეი“ უკრაინის ქალაქ ოდესის სანაპიროსთან დრონით დაესხა თავს. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

„ბორტზე ეკიპაჟის თერთმეტი წევრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეა. არსებული ინფორმაციით, გემის კაპიტნის გარდა, რომელიც აზერბაიჯანის მოქალაქეა, ეკიპაჟის დანარჩენი წევრები ოდესაში ნაპირზე გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად არის შეფასებული. მიმდინარეობს სამუშაოები გემის კაპიტნის ადგილსამყოფელის დასადგენად.

აზერბაიჯანის საელჩო უკრაინაში მუდმივ კონტაქტზეა შესაბამის ორგანოებთან და იღებს შესაბამის ზომებს აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის საჭირო საკონსულო დახმარების უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია ბაქოს განცხადებაში.


Patreon P მხარი დაუჭირე "ექსპრესნიუსს"


ავტორი: ექსპრესნიუსი,


მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს