ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
2026-07-14 21:17:28

მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს ირანი და „ჰეზბოლა“ დაემატოს.

„დიდი შანსია, რომ ეს მოხდეს“, - თქვა მან.

მისი თქმით, ირანი იყო პირველი, ვინც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია. „და ეს დიდი შეცდომა იყო, რადგან ჩვენ მათ დაუნდობლად ვანადგურებთ“, - დასძინა ტრამპმა.

მან აღიარა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის „ყუდსის ძალების“ ყოფილი მეთაურის, ქასემ სოლეიმანის მკვლელობა, რომელიც, მისი თქმით, ირანზე სრულ კონტროლს ფლობდა.

„ირანის ლიდერებს სოლეიმანის ეშინოდათ. მე მოვკალი“, - ხაზგასმით აღნიშნა ტრამპმა.

ის აფასებს, რომ ირანის სამხედრო ძალა ოთხი თვის წინანდელთან შედარებით მხოლოდ მცირე ნაწილია.


Patreon P მხარი დაუჭირე "ექსპრესნიუსს"


ავტორი: ექსპრესნიუსი,


მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს