კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული
2026-07-14 16:25:21

პოლიტიკა

ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული - მაშინ როცა საქართველო უზრუნველყოფს შვიდი ქვეყნის შავ ზღვასთან კავშირს, შავი ზღვის საკითხებს საქართველოს გარეშე განიხილავენ! - ეს განცხადება დღეს  ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

მისივე თქმით, ევროპული ბიუროკრატია საუბრობს ქართველ ხალხზე ცალკე და ხელისუფლებაზე - ცალკე, „მაშინ როდესაც ქართველმა ხალხმა საქართველოს ხელისუფლებას ძალიან მყარად გამოუცხადა ნდობა“.

„2024 წელს და 2025 წელს არჩევნებში ხელისუფლებამ მილიონ 100 ათასზე მეტი ამომრჩევლის მხარდაჭერა მიიღო. ეს ქართველი ხალხისგან ძალიან ძლიერ მხარდაჭერას ნიშნავს. როდესაც ასეთ დროს ცდილობენ, რომ ქართველი ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთისგან ხელოვნურად განაცალკეონ, ეს ის მიდგომაა, რასაც მანამდე ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ვიცნობდით, როცა რუსეთის ფედერაცია საქართველოს სუვერენიტეტს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის მიმართ არ ცნობს, ახლა ვხედავთ, რომ ქალბატონო კაია კალასი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიის 100%-ის მიმართ, რაც ევროპული ბიუროკრატიისთვის ღიმილის მომგვრელი და ძალიან ტრაგიკული მოვლენაა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების დაწყებამდე „ევროსკოპის“ კითხვის პასუხად განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს - გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს“.


Patreon P მხარი დაუჭირე "ექსპრესნიუსს"


ავტორი: ექსპრესნიუსი,


მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს