კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
2026-07-14 15:43:23

პოლიტიკა

სამწუხაროდ, ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება, ეს არ არის სწორი და სამართლიანი მიდგომა, - ამის შესახებ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც  მან აღნიშნა, დოკუმენტის განხილვასაც კი არ აქვს აზრი, რადგან ის მთლიანად სიცრუითა და ცილისწამებით არის გაჯერებული.

„თქვენ იცით, რომ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც საერთოდ აზრი არ აქვს დისკუსიას, არის მარტივი პოლიტიკური დაკვეთები და ამ შემთხვევაში უკვე ეუთო აღმოჩნდა ასეთი დაკვეთის შემსრულებელი. აბსოლუტურად ტყუილებზეა აგებული მთელი ეს დოკუმენტი, რომელიც დაამტკიცა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ. ეს იყო ჯო უილსონის ინიციატივა, რომელიც დამტკიცდა ასამბლეის სხდომაზე. ეს დოკუმენტი გვაძლევს თვითონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში არსებულ მდგომარეობაზე დასკვნების გამოტანის საშუალებას. სამწუხაროდ, ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება. ეს არ არის, რა თქმა უნდა, სწორი და სამართლიანი მიდგომა", - განაცხადა კობახიძემ.


Patreon P მხარი დაუჭირე "ექსპრესნიუსს"


ავტორი: ექსპრესნიუსი,


მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს