გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, დღეს, 14 ივლისს, თბილისის რამდენიმე უბანში გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა 4 600-მდე ფიზიკურ და იურიდიულ აბონენტს. კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხო დიღმის, დიდი დიღმისა და გლდანის რაიონის ნაწილს.
გაზის მიწოდება დროებით შეზღუდული აქვთ როგორც საცხოვრებელი კორპუსებისა და კერძო სექტორის მცხოვრებლებს, ისე ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ სამედიცინო, საგანმანათლებლო და კომერციულ ობიექტებს.
გაზმომარაგება ავარიულად შეწყდა შემდეგ ლოკაციებზე:
შეზღუდვა შეეხო ლუბლიანას ქუჩასა და აღმაშენებლის ხეივანში განთავსებულ სამედიცინო ცენტრებს, მათ შორის:
- სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“;
- წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო;
- კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრი;
- ჯოენის სახელობის სამედიცინო ცენტრი;
- თარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული კლინიკა;
- თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკა;
- სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი;
- „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“ და „ქართულ-ამერიკული სამედიცინო უნივერსიტეტი“.
ავარიულად გათიშულ ობიექტებს შორის ასევე არიან „თეგეტა მოტორსი“, „მაკდონალდსი“, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და სხვა მსხვილი თუ მცირე ბიზნესები.
გაზის მიწოდების აღდგენის პროცესი დღესვე, 14 ივლისს, 11:00 საათიდან დაიწყო და ეტაპობრივად, 20:00 საათამდე დასრულდება.
კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, უსაფრთხოების მიზნით, ყურადღებით იყვნენ და არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.
გაზის სუნის შეგრძნების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს: +995 32 2404004 ან სწრაფი რეაგირების სამსახურს ნომერზე — 114.
ავტორი: ექსპრესნიუსი,