სონღულაშვილი - სოფლის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრამები გაგრძელდება​
2024-11-27 13:27:36

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ  გაგრძელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროგრამები, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის პროცესების ხელშეწყობის, ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა, აგრარული დეფიციტური პროფესიების მხარდამჭერი პროგრამები, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის, რისკების შემცირების მიზნით, დაიხვეწება აგროდაზღვევის პროგრამა; მრავალწლიანი კულტურების ბაღების გაშენების ხელშეწყობა; სოფლის მეურნეობის პროდუქციის ახალი გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების ინფრასტრუქტურის შექმნა და თანამედროვე საწარმოო ხაზით აღჭურვა; ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობა და ასევე, წარმოებისათვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება; სასათბურე მეურნეობების განვითარება; სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (მათ შორის, მოსავლის ამღები) თანადაფინანსება.

„განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, რომ შეიქმნება ფერმერული მეურნეობების  ადმინისტრირების თანამედროვე სისტემა, მათ შორის, ფერმერული მეურნეობების რეესტრი და მიწის ნაკვეთების იდენტიფიკაციის სისტემა, რა თქმა უნდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება საძოვრების მდგრადი მართვა და დაინერგება ფერმერთა კოოპერირების ახალი, მოქნილი მექანიზმები ფერმერებისა და მწარმოებელი ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობის სტიმულირებისთვის“, - აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინმისტრონ ავრცელებს.


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სარჯველაძე - შევეცდებით, რომ დიალიზის პროგრამის რეგიონული მოცვა გავზარდოთ
ბოკუჩავა - ხვალ ევროპარლამენტში მიიღებენ მნიშვნელოვან რეზოლუციას, სადაც საუბარი ხელახალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე იქნება
სარჯველაძე - პირველადი ჯანმრთელობის დაცვის სერვისების გაფართოებასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება
გვარამია - ვამაყობ ჩემი გუნდით, ლიდერებით, მეგობრებით - საბჭოთა საქართველოში შემოსასვლელ საშვებზე უარს ვამბობთ