სონღულაშვილი - 2028 წლისთვის დასრულდება DCFTA ვალდებულებიდან გამომდინარე სურსათის უვნებლობის, მოქმედი ეროვნული სტანდარტების ევროკავშირის მოთხოვნებთან დაახლოება
2024-11-27 13:23:44

საზოგადოება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა DCFTA ვალდებულების შესრულების შესახებ ისაუბრა.

„2028 წლისთვის დასრულდება DCFTA ვალდებულებიდან გამომდინარე სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში მოქმედი ეროვნული სტანდარტების ევროკავშირის მოთხოვნებთან დაახლოება. გაგრძელდება აქტიური მუშაობა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის შესაძლებლობების გაძლიერებისათვის, რაც მომხმარებლისათვის უვნებელი სურსათის მიწოდების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, ასევე ხელი შეეწყობა გარემოსთან ადაპტირებული, კლიმატგონივრული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის გავრცელებასა და ბიოწარმოების განვითარებას.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინმისტრონ ავრცელებს.


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სარჯველაძე - შევეცდებით, რომ დიალიზის პროგრამის რეგიონული მოცვა გავზარდოთ
ბოკუჩავა - ხვალ ევროპარლამენტში მიიღებენ მნიშვნელოვან რეზოლუციას, სადაც საუბარი ხელახალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე იქნება
სარჯველაძე - პირველადი ჯანმრთელობის დაცვის სერვისების გაფართოებასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება
გვარამია - ვამაყობ ჩემი გუნდით, ლიდერებით, მეგობრებით - საბჭოთა საქართველოში შემოსასვლელ საშვებზე უარს ვამბობთ