„თიბისი ლიზინგის“ და BMW-ს სპეციალური შეთავაზება - ისარგებლე განსაკუთრებული ფასდაკლებით და დაიბრუნე ღირებულების 20%
2024-11-26 10:42:34

„თიბისი ლიზინგის“ და GT Motors-ის საახალწლო შეთავაზების ფარგლებში ახალი BMW-ს შეძენა 87 000 ლარამდე ფასდაკლებით შეგიძლიათ, ხოლო 6 თვიანი გადახდის შემდეგ ღირებულების 20%-ს დაიბრუნებთ. 

 შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი ლიზინგის გამარტივებული პირობებით ისარგებლებს.

„ ჩვენი და GT Motors-ის პარტნიორობა მრავალ წელს და საინტერესო პროექტს ითვლის. წელს გადავწყვიტეთ, რომ საახალწლო შეთავაზების ფარგლებში დიდი ფასდაკლება და სპეციალური პირობა შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის, რაც 6 თვის შემდეგ საგარანტიო თანხის დაბრუნებას გულისხმობს. დამეთანხმებით, რომ BMW გერმანული ავტოწარმოების ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდია, შესაბამისად, მისი მოყვარულები განსაკუთრებული ლოიალობით გამოირჩევიან, ამიტომ, ვფიქრობთ ჩვენი აქცია საინტერესო იქნება“ - აცხადებს ეკა ანჯაფარიძე, „თიბისი ლიზინგის“ ავტო მიმართულების ხელმძღვანელი. 

„მოხარული ვართ, რომ ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, განსაკუთრებული პირობებით ისარგებლონ და შეიძინონ BMW-ს საყვარელი მოდელები, მათ შორის X5, X6, X7, სედანები და სრულიად ახალი X2. აქცია ასევე ვრცელდება BMW-ს სრულად M სერიის ავტომობილებზე. მიმდინარე შეთავაზება არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც „თიბისი ლიზინგთან“ თანამშრომლობით განხორციელდა. ტესტ-დრაივი შესაძლებელია წინასწარი ჩაწერით ჩვენს შოურუმში. ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ პირს, გაეცნონ BMW-ს მოდელების დინამიკასა და პრემიუმ ხარისხს“,- აცხადებს თამუნა დიასამიძე, BMW-ს გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 


ავტორი: R (რეკლამა),


მამუკა ხაზარაძე - „ძლიერი საქართველო“ საპარლამენტო სიების ჩახსნასთან დაკავშირებით ცესკოს დღეს მიმართავს
კალაძე - ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შემოვლენ, თუმცა, იქამდე თავიანთი ამომრჩევლის წინაშე კეკლუცობენ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ტურიზმის სამიტი 2024 გაიმართება
ბოკუჩავა - ევროპარლამენტის რეზოლუცია ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის საფუძველია