გერმანია უკრაინას IRIS-T-ის ტიპის კიდევ 2 საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს
2024-11-26 10:37:22

ომი უკრაინაში

უკრაინა გერმანიიდან 2024 წლის ბოლომდე ორ, მოკლე და საშუალო მანძილზე მოქმედ საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T-ს მიიღებს,- ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული უკრაინის საკითხებზე მომუშავე ცენტრის ხელმძღვანელმა, კრისტიან ფროიდინგმა კიევში ჟურნალისტებთან საუბარისას განაცხადა.

როგორც ფროიდინგმა აღნიშნა, ბოლო დღეებში გერმანიამ უკრაინას გადასცა საარტილერიო „ჰაუბიცები“, ტანკები, „მარდერის“ ქვეითი საბრძოლო მანქანები და ასევე დაიწყო დრონების პროგრამა.

„შემდეგი IRIS-T SLM-ის (საშუალო დიაპაზონის) და SLS-ის (მოკლე დიაპაზონის) სისტემები უკრაინაში მომდევნო დღეებსა და კვირებში, შობამდე უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება შობის შემდეგაც, 1-ელი იანვრის შემდეგაც, 21 იანვრის შემდეგაც და 23 თებერვლის - ფედერალური არჩევნების შემოთავაზებული თარიღის - შემდეგაც”, - განაცხადა ფროიდინგმა.

შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სექტემბრის დასაწყისში თქვა, რომ გერმანიამ უკრაინისთვის 17 ერთეული IRIS-T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა შეუკვეთა. საუბარია საშუალო მანძილზე მოქმედ 8 სისტემაზე და მცირე მანძილზე მოქმედ 9 სისტემაზე.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


პარლამენტმა პრეზიდენტის არჩევის თარიღი დაამტკიცა
მამუკა ხაზარაძე - „ძლიერი საქართველო“ საპარლამენტო სიების ჩახსნასთან დაკავშირებით ცესკოს დღეს მიმართავს
კალაძე - ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შემოვლენ, თუმცა, იქამდე თავიანთი ამომრჩევლის წინაშე კეკლუცობენ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ტურიზმის სამიტი 2024 გაიმართება