გულუხვი დონორი და ღიად გეი, ვინ არის სკოტ ბესენტი, რომელიც ტრამპმა ფინანსთა მინისტრად წარადგინა
2024-11-25 22:58:44

მსოფლიო

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის ხაზინის ხელმძღვანელის პოსტზე ინვესტორ სკოტ ბესენტს წარადგენს.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ სკოტ ბესენტს ვასახელებ ფინანსთა 79-ე მდივნად. სკოტს პატივს სცემენ, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო ინვესტორს, გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ სტრატეგს“, - თქვა ტრამპმა თავის Truth Social-ში.

სკოტ ბესენტი სამხრეთ კაროლინის მკვიდრია. დაამთავრა იელის უნივერსიტეტი და დაიწყო კარიერა Brown Brothers Harriman-ში, ერთ-ერთ უძველეს საინვესტიციო ფირმაში აშშ-ში.

მან პოპულარობა მოიპოვა 1990-იან წლებში, როდესაც დადო ფსონი ბრიტანული ფუნტისა და იაპონური იენის წინააღმდეგ. ამ პერიოდის განმავლობაში ბესენტი მუშაობდა ჯორჯ სოროსთან, დემოკრატიული პარტიის მთავარ დონორთან.

2011 წელს ბესენტი დაიქირავა სოროსმა, როგორც მისი Soros Fund Management-ის მთავარი საინვესტიციო ოფიცერი. ოთხი წლის შემდეგ ბესენტმა დააარსა საკუთარი ფონდი Key Square Capital Management. ის ასევე ასწავლიდა ეკონომიკურ ისტორიას იელის უნივერსიტეტში, იყო საგარეო ურთიერთობათა საბჭოს წევრი და იყო როკფელერის ინსტიტუტის რწმუნებული.

ოდესღაც დემოკრატიული პარტიის მთავარი დონორი, ბესენტმა უპირობოდ დაუჭირა მხარი ტრამპს და მის ეკონომიკურ პოლიტიკას 2024 წელს. კამპანიის კვალდაკვალ მან ამომრჩევლებს უთხრა, რომ ტრამპი წამოიწყებს „დერეგულაციის, იაფი ენერგიისა და დაბალი გადასახადების ახალ ოქროს ხანას“.

Associated Press აღნიშნავს, რომ სანამ ტრამპის დონორი და მრჩეველი გახდებოდა, ბესენტმა თანხები შესწირა დემოკრატებს, კერძოდ, ბილ კლინტონის ადმინისტრაციის ვიცე-პრეზიდენტის, ალ გორის კამპანიას (ის წააგო ჯორჯ ბუშთან). WSJ განმარტავს, რომ იმავე 2000 წელს, როდესაც ბესენტმა მოაწყო ფონდების შეგროვება დემოკრატების მხარდასაჭერად თავის სახლში ჰემპტონში (ნიუ-იორკი), მან ფული შესწირა რესპუბლიკელ სენატორს არიზონადან ჯონ მაკკეინიდან.

არჩევნებში ტრამპის მოგებიდან მალევე, ბესენტმა WSJ-ის სვეტში დაწერა, რომ „ბაზრები აშკარად მხარს უჭერენ Trump 2.0-ის ეკონომიკურ ხედვას“.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთთან ომის შემთხვევაში ბუნკერების სიის შედგენა დაიწყო
გულუხვი დონორი და ღიად გეი, ვინ არის სკოტ ბესენტი, რომელიც ტრამპმა ფინანსთა მინისტრად წარადგინა
გაერო - 2023 წელს 85 ათასი ქალი და გოგონა გახდა ფემიციდის მსხვერპლი
„სულ უფრო მეტად არაპროგნოზირებად სამყაროში თურქეთს ნატოში ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს“ - რუტე ერდოღანს შეხვდა