ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას ნატოს გენერალური მდივანი სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.
მარკ რუტეს ცნობით, ერდოღანთან შეხვედრაზე ალიანსის კოლექტიური უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები, უკრაინაში მიმდინარე ომისა და ახლო აღმოსავლეთის კრიზისის საკითხებზე ისაუბრეს.
"სულ უფრო მეტად არაპროგნოზირებად სამყაროში თურქეთს ნატოში ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს",- წერს რუტე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,