პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეების პროტესტი კვლავ მიმდინარეობს, თუმცა ოპოზიციონერი ლიდერები არ ჩანან.
მას შემდეგ, რაც მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს, მოქალაქეებმა პარლამენტის ჯებირთან გადაინაცვლეს, სადაც პროტესტის ნიშნად ბლაგვ საგნებს რჯინის ჯებირებს ურტყამდნენ.
გარდა ამისა, მოქალაქეებმა პარლამენტის შენობას შავად შეფერილი კვერცხები ესროლეს.
ამ წუთებში აქციის მონაწილეები პროტესტს კვლავ აგრძელებენ, თუმცა ბევრმა მათგანმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვა.
უკვე 2 საათზე მეტია, რაც ოპოზიციონერ ლიდერებს მოქალაქეებისთვის სიტყვით არ მიუმართავთ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,