პაპუაშვილი - მადლობა ჩვენს ამომრჩეველს და სრული გაკიცხვა იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ასე უდიერად და უპასუხისმგებლოდ მოექცნენ საკუთარ ამომრჩეველს
2024-11-25 16:16:57

პოლიტიკა

მადლობა ჩვენს ამომრჩეველს და სრული გაკიცხვა იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ასე უდიერად და უპასუხისმგებლოდ მოექცნენ საკუთარ ამომრჩეველს. ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მოატყუეს, გამოიყენეს, სიმართლე სიცრუედ შეასაღეს, სამართლიანი არჩევნები კი გაყალბებულად და მათ გრძნობებზე ითამაშეს. ნაცვლად იმისა, რომ ისინი ღირსეულად წარმოადგენდნენ ამ დარბაზში საკუთარი ამომრჩევლის ინტერესებს, ისინი აგრძელებენ რყევას, ტყუილს და ქვეყნის მტრობას,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, შალვა პაპუაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე. 

მისივე თქმით, „უნდა გვახსოვდეს, რომ მათი ამომრჩეველიც ჩვენი მოქალაქეებია და ისინი უნდა დავიბრუნოთ“. 

„ჩვენი წმინდა ვალია, რომ დავანახოთ სიმართლე, დავანახოთ რადიკალური პარტიების ირაციონალური, სიცრუეზე აგებული სახე და ჭეშმარიტების სახელით ტყუილის მონობისგან გავათავისუფლოთ. მათ უნდა ჰქონდეთ მოქმედების და არჩევანის თავისუფლება, საკანონმდებლო ორგანოში წარმოადგინონ პატრიოტმა და პასუხისმგებლობიანმა პარტიებმა“,- აღნიშნა პაპუაშვილმა. 


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


ნიკა გვარამია - სიების ჩახსნაზე დოკუმენტი ცესკოს ჩაბარდა
ლონდონმა შემოიღო სანქციების უდიდესი პაკეტი რუსეთის ე.წ ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ
ბრიტანეთის საელჩო - თვალ-ყურს ვადევნებდით პარლამენტის სხდომას, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით კვლავ შეშფოთებას გამოვხატავთ
რუსეთი ეჭვმიტანილია შეერთებულ შტატებში თვითმფრინავების აფეთქების მცდელობაში