კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნიაბში, ბეტონზე ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, სპორტული მოედნის მშენებლობას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
„მშენებარე სპორტული მოედნის მიმდებარედ მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გ მოწყობილი გარე მოხმარების ფიტნეს ტრენაჟრები და ბავშვთა გასართობი სივრცე მდებარეობს.
მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ახალგაზრდებში არა მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და დროის მიზნობრივად გამოყენების ხელშეწყობაა - არამედ სპორტული მიღწევების შესაძლებლობაც“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),