ბუღაძე - ქართველი ხალხი არ იღებს ამ ქურდობას და არ აძლევს ლეგიტიმაციას ივანიშვილის ბანდას
2024-11-25 00:33:58

პოლიტიკა

ივანიშვილი შეშინებულია, ის, სავარაუდოდ, ვერ გაბედავს ხვალ პარლამენტში მოსვლას - ამის შესახებ პარლამენტთან სიტყვით გამოსვლისას, მწერალმა, ლაშა ბუღაძემ განაცხადა.

ქართველი ხალხი არ იღებს ამ ქურდობას და არ აძლევს ლეგიტიმაციას ივანიშვილის ბანდას. ხვალ ივანიშვილის ჯგუფი რატომღაც პარლამენტის შენებაში ატარებს თავის კრებას, ასეთივე წარმატებით მათ შეეძლოთ რომელიმე საბანკეტო დარბაზი ექირავებინათ, ან საქორწილო ან საქელეხე დარბაზი, ვინაიდან ჩვენ საქართველოს ხალხი ვართ საქართველოს კონსტიტუცია, ჩვენ ვადასტურებთ, ჩვენ ვიძლევით ძალაუფლებას და ჩვენ ვამბობთ, ვინ არის ხელისუფლება და ვინ არ არის ხელისუფლება. ჩვენთან ერთად დგას საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც არ აძლევს ლეგიტიმაციას გაყალბებულ არჩევნებს და ჩვენ შემოგვცქერის ევროკავშირი, დასავლელი ლიდერები, რომლებიც ასევე არ აღიარებენ ივანიშვილის ქურდობას. ამიტომ ჩვენ ძლიერები ვართ და კიდევ უფრო გავძლიერდებით.

ისინი ძალიან მძიმე დღეში არიან სინამდვილეში, ივანიოშვილი ან გაბედავს ან ვერ გაბედავს ხვალ აქ მოსვლას, კოლბით დაატარებდნენ ამ ხნის განმავლობაში, ძალიან ეშინია, სავარაუდოდ ის ვერ გაბედავს ხვალ აქ მოსვლას. რომც გაბედოს, აქ დახვდება ქართველი ერი და ვერ მიიღებს ვერავისგან ლეგიტიმაციას და აღიარებას. ახლა "ქართული ოცნების" ლიდერები, რომლებმაც იქურდეს, შეყუჟულები არიან და თავებს იმტვრევენ, როგორ მოახერხონ  დეპუტატების შემოყვანა ხვალ დილით. ახლა ფიქრობენ, როგორ ჩაატარონ ეს სიმულაციური აქტი ისე, რომ კიდევ უფრო არ დაზიანდნენ და მათი თავის ტკივილი ვართ ჩვენ", - განაცხადა ლაშა ბუღაძემ. 


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ირაკლი კობახიძემ მინისტრობის 3 კანდიდატი დაასახელა - ცვლილება საგარეო საქმეთა, სოფლის მეურნეობისა და იუსტიციის სამინისტროებს ეხებათ
მიხელსონი - საქართველო საკონსტიტუციო კრიზისშია
TI - 25 ნოემბრის პარლამენტის სხდომა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
პრეზიდენტი - საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია