საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი XI მოწვევის პარლამენტის დაგეგმილ სხდომას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ზურაბიშვილი X-ზე წერს, პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია.
„საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია.
1.არჩევნების მასობრივმა ფალსიფიკაციამ მის ლეგიტიმურობას ძირი გამოუთხარა;
2. მე უარი ვთქვი, მომეწვია პირველი სესია, კონსტიტუცია კი არ სცნობს არავის ჩემს შემცვლელად;
3. ჩემი სარჩელი განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოშია შეტანილი“,- წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, დღეს, 25 ნოემბერს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაა ჩანიშნული. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,