ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე,მარკო მიხელსონი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც საქართველოს პარლამენტის დღეს დაგეგმილი სხდომა არაკონსტიტუციურია.
როგორც მიხელსონი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, საქართველო საკონსტიტუციო კრიზისშია.
„საქართველო საკონსტიტუციო კრიზისშია“,- წერს მიხელსონი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე XI მოწვევის პარლამენტის დაგეგმილ სხდომას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის დღევანდელი სხდომა არაკონსტიტუციურია, რადგან მასობრივმა საარჩევნო გაყალბებამ ეჭვქვეშ დააყენა მისი ლეგიტიმაცია, მან უარი თქვა პირველი სხდომის მოწვევაზე და კონსტიტუცია მის შემცვლელად არავის ცნობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,