რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა მიმდინარეობს [ვიდეო]
2024-11-24 22:10:42

პოლიტიკა

თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობისკენ მსვლელობას მართავენ.

მსვლელობაში, მოქალაქეებთან ერთად, ოპოზიციური კოალიციების ლიდერებიც მონაწილეობენ.

მსვლელობის მონაწილეები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.

საკანონმდებლო ორგანოსთან გადანაცვლების შემდეგ, ისინი გეგმავენ, რომ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები გაშალონ და ღამე გაათენონ, ხვალ კი, გააპროტესტონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელიც 12:00 საათზე უნდა დაიწყოს.






ავტორი: ექსპრესნიუსი,


ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის ახალი კანდიდატები წარადგინა
მიხელსონი - საქართველო საკონსტიტუციო კრიზისშია
TI - 25 ნოემბრის პარლამენტის სხდომა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
პრეზიდენტი - საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია