რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. დედაქალაქში ავტოკოლონები აღმოსავლეთ საქართველოდანაც შემოვიდა. მოქალაქეები თბილისში დაანონსებულ მასშტაბურ აქციაზე დასასაწრებად ჩამოვიდნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ "ოცნების" გაყალბებული არჩევნებით აღშფოთებულები არიან და არ შეეგუებიან. ისინი თანამოქალაქეებს მოუწოდებენ, საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.
აქციას მსვლელობით შეუერთდნენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. მათ ბანერი აქვთ გაშლილი წარწერით "ქართული განათლება საფრთხეშია".
ოპოზიციონერი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ საქართველო ახლა ევროპულ მომავალს ჰკარგავს და ამიტომ დღეს და ხვალ პარლამენტთან ბევრი ადამიანის ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია.
ყველა ერთხმად აღნიშნავს მკაფიო რაღაცას, რომ ჩვენ ვკარგავთ ევროპულ პერპსექტივას. ეს გაყალბებული არჩევნები და გაყალბებული პარლამენტი არის რუსული დუმა, არის კატასტროფა ამ ქვეყნის მომავლისთვის. 9 საათიდან არის დაანონსებული შეკრება და ვისაც ღამე არ სძნავს, მოდით ორზე, სამზე, ვინც ადრე იღვიძებთ, დილით მოდით, იმიტომ, რომ მნიშნეოვანია ჩვენი შილებითვის და მომავლისთვის. ბევრი ადამიანი არის პრევენცია ყველანაირი არეულობის,. რუსული ჭაობის გაფორმება ხდება, - ამბობს გიგი უგულავა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,