პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის რატიფიცირებას ხელი მოაწერა
2024-11-24 20:04:54

სხვადასხვა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის რატიფიცირებას ხელი მოაწერა.

შესაბამისი ე.წ. ხელშეკრულება რუსეთის სამართლებრივი აქტების ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული

სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე მიიღო კანონი სამხრეთ ოსეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების შესახებ.
კანონპროექტი სახელმწიფო დუმას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წარუდგინა.
კანონპროექტი ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას, რომელიც ხელმოწერილია ქალაქ ცხინვალში 2023 წლის 23 აგვისტოს.

თანდართული დოკუმენტების მიხედვით, შეთანხმება მიზნად ისახავს სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის ახალი კანდიდატები წარადგინა
მიხელსონი - საქართველო საკონსტიტუციო კრიზისშია
TI - 25 ნოემბრის პარლამენტის სხდომა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
პრეზიდენტი - საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია