„გახარია საქართველოსთვის“ - მოვუწოდებთ მხარდამჭერებს, ხვალ პარლამენტთან გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი და ხმა გავაგონოთ ყველას!
2024-11-24 18:12:29

პოლიტიკა

მოვუწოდებთ ჩვენი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებს, ხვალ საქართველოს პარლამენტთან გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი და ჩვენი მშვიდობიანი ხმა გავაგონოთ ყველას! - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ეს პარლამენტი ქართველი ხალხის ნებას ვერ გამოხატავს“.

„ხვალ, 25 ნოემბერს, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის მხოლოდ ერთპარტიული შემადგენლობა შეიკრიბება, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა და ნდობა არ აქვს. ეს პარლამენტი ვერ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას!

ხვალინდელ სხდომას ასევე არ დაესწრენიან დიპლომატიური კორპუსაის წარმომადგენლები! ამ პარლამენტს არც საერთაშორისო აღიარება აქვს! 

ამიტომ, ხვალ ქართველი ხალხის მშვიდობიანი ხმა უნდა ისმოდეს საქართველოს პარლამენტთან და არა სხდომათა დარბაზში. ქართველი ხალხის გაბრაზებული ხმა უნდა გავაგონოთ ყველას, ვინც ჩვენს მოქალაქეებს არჩევანი მოპარა და უნდა დავანახოთ ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს, თუ სად დგას ქართველი ხალხი და მათი ნება!

ამიტომ, მოვუწოდებთ ჩვენი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებს, ხვალ საქართველოს პარლამენტთან გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი და ჩვენი მშვიდობიანი ხმა გავაგონოთ ყველას!“ - აღნიშნულია განცხადებაში.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ირაკლი კობახიძემ მინისტრობის 3 კანდიდატი დაასახელა - ცვლილება საგარეო საქმეთა, სოფლის მეურნეობისა და იუსტიციის სამინისტროებს ეხებათ
მიხელსონი - საქართველო საკონსტიტუციო კრიზისშია
TI - 25 ნოემბრის პარლამენტის სხდომა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
პრეზიდენტი - საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია