ჰერჩინსკი - უნდა დავარღვიოთ გენდერული ძალადობის გარშემო სტიგმა - ერთად შეგვიძლია, შევქმნათ მომავალი, რომელშიც უსაფრთხოება გარანტირებულია
2024-11-24 12:02:22

საზოგადოება

უნდა დავარღვიოთ გენდერული ძალადობის გარშემო არსებული დუმილი და სტიგმა - ერთად შეგვიძლია, შევქმნათ მომავალი, რომელშიც პატივისცემა, ღირსება და უსაფრთხოება ყველასთვის გარანტირებულია,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.

როგორც ჰერჩინსკის განცხადებაშია აღნიშნული, გამოწვევებთან გასამკლავებლად, საქართველოში ევროკავშირი აფინანსებს პროექტებს, რომელიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების შესაძლებლობებს აძლიერებს.

„გენდერული ძალადობა არა მხოლოდ პიროვნული ტრაგედიაა, ეს ასევე არის ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევა, რომელიც გავლენას ახდენს ინდივიდებზე, ოჯახებსა და საზოგადოებებზე მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში. სტატისტიკა ქალთა მიმართ ძალადობის საგანგაშო მასშტაბებს ავლენს: დაახლოებით, 736 მილიონმა ქალმა - თითქმის ყოველმა მესამემ მსოფლიოში - ცხოვრებაში ერთხელ მაინც ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა განიცადა. ბოლო მონაცემებით ირკვევა, რომ საქართველოში 15-69 წლის ყოველი მეორე ქალი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ძალადობას განიცდიდა.

ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, საქართველოში ევროკავშირი აფინანსებს პროექტებს, რომელიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების შესაძლებლობებს აძლიერებს. ჩვენი პროექტები ძალადობის პრევენციის მიზნით ცნობიერებას ამაღლებს და ქალებს უფასო იურიდიულ, სოციალურ ან ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები ასევე სტერეოტიპებისა და მავნე წარმოდგენების შესაცვლელად და საინფორმაციო კამპანიების დასაწყებად მუშაობს. ასევე, ეს პროექტები SafeYou აპლიკაციის გამოყენებას უწყობს ხელს.

უპირველესი გზა ქალების გასაძლიერებლად არის იმის უზრუნველყოფა, რომ მათ შიშის გარეშე და ძალადობისგან დაცულად შეძლონ ცხოვრება. უნდა დავარღვიოთ გენდერული ძალადობის გარშემო არსებული დუმილი და სტიგმა.

წელს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი აქტივიზმის თემა არის: „ყოველ 10 წუთში ერთხელ ქალს კლავენ. #არანაირი გამართლება. გაერთიანდით ქალების მიმართ ძალადობის დასასრულებლად“. ერთად შეგვიძლია, შევქმნათ მომავალი, რომელშიც პატივისცემა, ღირსება და უსაფრთხოება ყველასთვის გარანტირებულია“,- აღნიშნულია ევროკავშირის ელჩის განცხადებაში.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


სააკაშვილი - მე რომ დღეს ვყოფილიყავი, თბილისის ქუჩებში ბრძოლა ბევრად გაძლიერებული იქნებოდა
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას კვერცხები ესროლეს [ვიდეო]
პაპუაშვილი - მინდა, პირობა დავდო: პარლამენტი მოუსმენს ყველას, მაგრამ მხოლოდ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს
XI მოწვევის პარლამენტმა შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ დაამტკიცა