ზეგ დილით, 07:00 საათზე, ესენი უკვე იქნებიან პარლამენტის შენობაში, ხვალ გამოსვლა პრინციპულად მნიშვნელოვანია,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ გმირთა მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
როგორც ჟაფარიძემ აღნიშნა, ხვალ ყველა უნდა გამოვიდეს ვისაც ამ ქვეყნის ბედი ადარდებს.
„ხვალინდელი დღე არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. უნდა გამოვიდეს ყველა ვისაც ამ ქვეყნის ბედი ადარდებს. მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დასავლეთმა დაინახოს, რომ ამ ქვეყანაში ადამიანები არ ეგუებიან იმას, რომ ვიღაცები თავს ახვევენ რუსულ არჩევანს. ზეგ დილით, 07:00 საათზე, ესენი უკვე იქნებიან პარლამენტის შენობაში და დილით ხალხის გამოსვლა მესმის, რომ არის რთული, ამიტომ ხვალ გამოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,