ზაჰესის იზოლატორში მოშიმშილე სამოქალაქო აქტივისტი "ვივამედის" კლინიკაში გადაიყვანეს. ისაკო დევიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
8 დღიან პატიმრობაში გაშვებული ახალგაზრდას ექიმების დახმარება ესაჭიროება ის ამ წუთებშიც პალატაში რჩება.
დევიძეს, რომელიც 4 დღეა წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, 21 ნოემბრიდან მშრალი შიმშილობა აქვს გამოცხადებული.
„პირველ რიგში სოლიდარობის გამო გააკეთა, მისი 8 დღე მისთვის არაფერი არ არის, ის რომ 7 წელი შეიძლება მიუსაჯონ 21 წლის ბიჭს, ყველაზე რთული რამე იქნებოდა მისთვის. ჩვენ იზოლატორიდან არავინ არ დაგვკავშირებია. ადვოკატებისგანაც მხოლოდ ის ვიცოდით, რომ გადმოყავდათ და ახლა ექიმს ველოდებიუთ. რამდენადაც ჩემ ძმას ვიცნობ, ის არ შეწყვეტს, რახან გადაწყვეტილება მიიღო უნდა შეასრულოს, მაგრამ მოწოდება იქნება, რომ წყალი მაინც მიიღოს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შუქმნას, რომ გამოვა მერეც ბევრი საქმე ექნება“,-ამბობს დევიძის და.
შეგახსენებთ, ისაკო დევიძე 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლისას დააკავეს. მას სასამართლომ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. ამის შემდეგ დევიძემ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,