გმირთა მოედანზე ვშლით კარვებს,- ამის შესახებ ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გმირთა მოედანზე მომიტინგეებს განუცხადა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, დღეს, 22:00 საატამდე იქნებიან გამაგრებულები გმირთა მოედანზე.
„მოგესალმებით, ახლა ჩვენ 2 ლოკაციაზე გავშლით კარვებს. ერთი ლოკაცია იქნება აქ მეორე ლოკაცვია იქნება მეორე ბოლოში. 22:00 საათამდე აქ ვართ. ნელ-ნელა საორგანიზაციო ჯგუფმა ვინც ვიცით, რომ ეს უნდა გავაკეთოთ, დავიწყოთ უკვე მომზადება, ერთი გაიშლება ესტაკადის ქვეშ, მეორე იქნება ბოლოში, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ გმირთა მოედანი. როგორც გითხაით 22:00 საათამდე ვართ აქ გამაგრებული და ვაჩვენებთ ჩვენ პროტესტს. დაახლოებით 2 საათში, ჩვენ გამოვაცხადებთ კონკრეტულად ხვალინდელ და ზეგინდელ გეგმას. ყურადღებით იყავით ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს გამოვაცხადებთ რაც ვაპირებტ ხვალ და ზეგ“,- განაცხადა ვაშაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,