რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, აშშ-ის პრეხიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შეზღუდვების მოხსნას გამოეხმაურა, რომლებიც უკრაინას აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელებას უკრძალავდა.
როგორც პუტინმა აღნიშნა, დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულმა დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა.
“როგორც ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტმა, რომელიც მანამდე დასავლეთის მიერ იყო პროვოცირებული, ამ მომენტიდან გლობალური სახე შეიძინა“,– განაცხადა პუტინმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,