მატყუარა ივანიშვილის მატყუარა დამქაში, პაპუაშვილის სახით, ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ მათ არ მიიწვიეს დიპლომატიური კორპუსი. დიპლომატიური კორპუსი უარს აცხადებს, მივიდეს პარლამენტის სხდომაზე, რომელსაც საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ აქვს,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, „საერთაშორისო იზოლაციისგან ერთადერთი ხსნა ხელახალი არჩევნებია“.
„მატყუარა ივანიშვილის მატყუარა დამქაში, პაპუაშვილის სახით, ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ მათ არ მიიწვიეს დიპლომატიური კორპუსი. დიპლომატიური კორპუსი უარს აცხადებს, მივიდეს პარლამენტის სხდომაზე, რომელსაც არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია. სამაგიეროდ, შეეძლოთ, მიეწვიათ ვლადიმერ პუტინი ან ნიკარაგუას ორტეგა, ან ვენესუელას მადურო - ეს არის სწორედ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლის პირისპირაც დატოვა ივანიშვილმა საქართველო. ჩვენი ერთადერთი ხსნა ამ საერთაშორისო იზოლაციისგან არის ხელახალი არჩევნები, სადაც აისახება ქართველი ხალხის თავისუფალი ნება და ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს და ჩვენს ევროპულ პერსპექტივას“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, დღეს, 22 ნოემბერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არ დაესწრებიან. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მას ელჩებისთვის მოსაწვევები არ გაუგზავნია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,