სიღნაღის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს
2024-11-21 12:40:17

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით საირიგაციო  და სადრენაჟე ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქარველოს მელიორაცია“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ქალაქ წნორის ტერიტორიაზე, ბოდბისხევის კოლექტორის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. დანალექი გრუნტისა და ხე-მცენარეებისგან 1000 მეტრი სიგრძის მონაკვეთი იწმინდება.

„ჩატარებული სამუშაოები სიღნაღის   მუნიციპალიტეტში 70 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე საირიგაციო მომსახურებასთან ერთად, 160 ჰექტარ სატბორე მეურნეობისთვის წყლის მიწოდების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

საქართველოს მელიორაციამ   სამუშაოები საკუთარი ძალებით მიმდინარე თვეში დაიწყო და  დეკემბრის ბოლოს დასრულდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


რუსეთის მიერ უკრაინაზე ექსპერიმენტული ბალისტიკური რაკეტით თავდასხმის გამო, ნატო-უკრაინის საბჭოს, საგანგებო შეხვედრა გაიმართება
პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ხუციშვილი - ADB-ის მიერ ფინანსური რესურსის გამოყოფა საქართველოს ეკონომიკისადმი ნდობის ხარისხზე მიუთითებს
ბოკუჩავა - ცრუობენ, რომ ელჩები არ მიიწვიეს - დიპლომატიური კორპუსი უარს აცხადებს, პარლამენტის სხდომაზე მივიდეს