ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების გადაცემაზე თანხმობა განაცხადა
2024-11-20 11:06:48

ომი უკრაინაში

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების გადაცემაზე თანხმობა განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, ნაღმები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საოკუპაციო არმიის შეკავებაში დაეხმარება.

ოფიციალურმა პირმა, რომელიც ანონიმურობის პირობით BBC-სთან საუბრობდა, განაცხადა, რომ ასეთ ნაღმებს მალე კიევს გადასცემენ და ვაშინგტონი ელოდება, რომ მათ უკრაინის ტერიტორიაზე გამოიყენებენ.

მედიის ინფორმაციით, უკრაინული მხარე აღნიშნულ შეიარაღებას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა.

“კიევმა ასევე აიღო ვალდებულება, რომ ასეთ ნაღმებს უკრაინელი სამოქალაქო მოსახლეობით დასახლებულ ტერიტორიებზე არ გამოიყენებს“,- განაცხადა ოფიციალურმა პირმა.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ყაველაშვილი - ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მისია იქნება, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში პრეზიდენტის ინსტიტუტი დავაბრუნოთ
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება [ვიდეო]
რუსებმა კიევს დრონებით შეუტიეს - არიან დაშავებულები
ლომჯარია - დამიკავშირდნენ უკვე სასამართლოდან და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოვიკითხები