ლომჯარია - დამიკავშირდნენ უკვე სასამართლოდან და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოვიკითხები
2024-11-27 10:51:59

სამართალი

ყოფილი სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩემი ხმა ევროკავშირს“ დამფუძნებელი ნინო ლომჯარია გამოკითხვაზე დაიბარეს.

ლომჯარია არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოიკითხება.

ყოფილი სახალხო დამცველი პროკურატურაში გამოკითხავზე უარს აცხადებს და ის მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას მოითხოვს.

“მე ვიქნები გამოკითხული მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. დამიკავშირდნენ უკვე სასამართლოდან და მზად ვარ, მივაწოდო ხელთარსებული ყველა ინფორმაცია, რაც ეხება დანაშაულებრივ ქმედებებს. კერძოდ, არჩევნების დროს  ჩადენილ სავარაუდო დანაშაუალებრივ ფაქტებს და მივაწვდი ყველა მტკიცებულებას, რაც  ვფიქრობ, რომ ადასტურებს იმ შეფასებებს, რაც გაკეთდა სადამკვირვირვებლო ორგანიზაციის მხრიდან“,- განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, მანამდე გამოიკითხნენ ორგანიზაციის სხვა წევრები, ლონდა თოლორაია და ტატო ქელბაქიანი.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


World Travel Awards-ზე ბათუმი მსოფლიოს ყველა სეზონის ტურისტული მიმართულებად დასახელდა
მელია - ივანიშვილი ყაველაშვილის გაპრეზიდენტებაში ტრაგედიას ვერ ხედავს - იმიტომ რომ კალაძე ყავს ასეთი მაგალითი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში E-Gate სისტემა სატესტო რეჟიმში ამოქმედდა
ხუციშვილი - 2024 წელს კაპიტალური ხარჯების მოცულობა 7 მილიარდ 800 მილიონ ლარს გადააჭარბებს