რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ზე სუსტია, აშშ-ის პრეზიდენტს ძალა, უფლებამოსილება და იარაღი აქვს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, არის თუ არა პუტინი ის, ვისაც ომის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეუძლია,ზელენსკიმ უპასუხა, რომ ეს პუტინზეა დამოკიდებული.
"დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ეს ნამდვილად პუტინზეა დამოკიდებული. მას ამის გაკეთება შეუძლია. მაგრამ ბევრად უფრო მეტად ეს ამერიკის შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. პუტინი უფრო სუსტია, ვიდრე აშშ. აშშ-ის პრეზიდენტს ძალა, უფლებამოსილება და იარაღი აქვს და შეუძლია, ენერგორესურსების ფასი შეამციროს.
მედიაში პრეზიდენტ ტრამპისგან მოვისმინე, რომ ენერგორესურსებზე, ნავთობზე ფასების შემცირებას ფიქრობს და ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს.
თუ შეამცირებენ, ვფიქრობ, დავმარცხდებით. რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ. ჩვენ საკუთარი წარმოება გვაქვს, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის. ვფიქრობ, ეს გადარჩენისთვის საკმარისი არ არის, მაგრამ ასე იქნება, თუ მსგავსი არჩევანი ამერიკული არჩევანი იქნება, ამიტომ ჩვენ გადავწყვეტთ, რა უნდა გავაკეთოთ",- განაცხადა ზელენსკიმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,