პესკოვი - დასავლეთი უკრაინის კონფლიქტში სულ უფრო მეტად ერთვება
2024-11-20 09:31:43

ომი უკრაინაში

დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც კიევს რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღით დარტყმის ნებას რთავენ, სულ უფრო მეტად ერთვებიან უკრაინის კონფლიქტში, რაც ამ კონფლიქტის ესკალაციას იწვევს,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, დასავლელი პოლიტიკოსები ცდილობენ, უკრაინა რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების ინსტრუმენტად გამოიყენონ.

"ის ფაქტი, რომ ეს დასავლური ქვეყნები კიდევ უფრო ერთვებიან ამ კონფლიქტში, ამ ომში, იწვევს დაძაბულობისა და ესკალაციის ახალ რაუნდებს. ეს ცუდია. დასავლელი პოლიტიკოსები აგრძელებენ ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების ხაზს და რა თქმა უნდა, უკრაინას ამ მიზნების მისაღწევ ინსტრუმენტად იყენებენ",- განაცხადა პესკოვმა.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება
რუსებმა კიევს დრონებით შეუტიეს - არიან დაშავებულები
ლომჯარია - დამიკავშირდნენ უკვე სასამართლოდან და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოვიკითხები
სიკორსკი - პოლონეთი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ უკრაინის მისწრაფებებს მხარს უჭერს