სიკორსკი - პოლონეთი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ უკრაინის მისწრაფებებს მხარს უჭერს
2024-11-27 10:42:06

ომი უკრაინაში

პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინის მისწრაფებებს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ,- ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ უკრაინელ კოლეგა ანდრეი სიბიგასთან ერთად, ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სიკორსკის თქმით, უკრაინამ უნდა დაიბრუნოს თავისი ტერიტორიები საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„დავარწმუნე მინისტრი, რომ პოლონეთი მხარს დაუჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფ და შეუფერხებელ პროცესს. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებში შედის.

ომის დამთავრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში, რაც ჩვენი აზრით, ამ დროისთვის არ მოხდება, თუ გადავხედავთ რუსეთის მზარდ სასტიკ თავდასხმებს, მათ შორის ახალი, სახიფათო იარაღის გამოყენებით, ნებისმიერი მომზადებული გამოსავალი უნდა იყოს დადასტურებული ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიერ. ამაში მათ პოლონეთი მხარს დაუჭერს“,- განაცხადა სიკორსკიმ.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში E-Gate სისტემა სატესტო რეჟიმში ამოქმედდა
ხუციშვილი - 2024 წელს კაპიტალური ხარჯების მოცულობა 7 მილიარდ 800 მილიონ ლარს გადააჭარბებს
სონღულაშვილი - ქართული ღვინისა და სხვა აგროსასურსათო პროდუქციის ცნობადობის ამაღლების მიზნით, მარკეტინგული აქტივობები განხორციელდება
სონღულაშვილი - სოფლის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრამები გაგრძელდება​