ახლა დავიშალოთ, დღის განმავლობაში დავიგეგმებით და შეგატყობინებთ შემდეგ ნაბიჯს,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ მელიქიშვილის გამზირზე აქციის მონაწილეებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, "ახალი ძალების მოსაკრებად და ახალ გეგმაზე გადასაწყობად რამდენიმე საათია საჭირო და ამ ეტაპზე მელიქიშვილზე, პოლიციის წინ დგომა, არაფრისმომტანია".
"ამ ადგილას აქცია დავგეგმეთ ისე, რომ სიურპრიზი ყოფილიყო მათთვის და ამან თავის შედეგი გამოიღო. დღე-ნახევარი დაბნეულები იყვნენ. ახლაც გასაკეთებელია, რომ გადავიგეგმოთ და განსხვავებული რამეა მოსაფიქრებელი. მეორე დღეს აქ დგომა და მელიქიშვილს გადაკეტვა შინაარსს არის მოკლებული, რადგან მათთვის ეს დისკომფორტი არაა, უბრალოდ ჩვენ დავიღლებით ამიტომ, გადავწყვიტეთ, ახლა დავიშალოთ, დავისვენოთ და დღის განმავლობაში გადავიგეგმებით და შეგატყობინებთ, რას გავაკეთებთ. მოვიფიქრებთ რამე ისეთს, რაც სიურპრიზი იქნება და იმათ წყობიდან გამოიყვანს",- განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, დღეს, 20 ნოემბერს სამართალდამცველებმა თბილისში, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირები აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,