საპროტესტო აქციამ მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლა - ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია პოლიციაც. აღსანისნავია, რომ სამართალდამცავების დიდი ნაწილი ადგილიდან გაიყვანეს, რასაც აქციის მონაწილეები ოვაციებითა და ტაშით შეხვდნენ.
მელიქიშვილის გამზირზე ამ დროისთვის პოლიციელების მხოლოდ ერთი ზოლი რჩება, რომლებსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ მიმავალი გზა გადაკეტილი აქვთ.
არანაირი ინტერესი არ გვაქვს ამათთან ხელჩართულ ჩხუბში ჩავებათ, ამიტომ გადავიწევით მელიქიშვილზე. თუ მოვლენ, კიდევ გადავიწევით, დღეს დილით რაც გავაკეთეთ, იმავეს გავაკეთებთ, მოვლენ - კიდევ გავიწევით. მერე რას შვრებიან?" - თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ
პოლიციელებმა აქციის მონაწილეებისგან ჭავჭავაძის გამზირიდან გაწმენდა გამთენისას 06:00 საათზე დაიწყო. პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს 15 წუთიანი ვადა მისცეს დასაშლელად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გააფრთხილეს, რომ შესაბამის ზომებს მიიღებენ სავალი გზის გასათავისუფლებლად.
ავტორი: ექსპრესნიუსი,