შსს- ჭავჭავაძის გამზირზე აქციაზე მყოფ პირთა რაოდენობა არ მოითხოვს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას
2024-11-20 06:44:47

პოლიტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აქციის მონაწილეებს მიმართავს. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს მონაწილეთა რაოდენობა.

ამჟამად ჭავჭავაძის გამზირზე აქციაზე მყოფ პირთა რაოდენობა არ მოითხოვს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას.

აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოვუწოდებთ გაათავისუფლონ გზა და შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრება/მანიფესტაცია და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად შეკრება/მანიფესტაციების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ეძლევათ 15 წუთიანი ვადა, რათა მიმართონ ყველა შესაბამის ზომას ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისა და ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად. წინააღმდეგ შემთხვევაში, 15 წუთიანი ვადის გასვლის შემდეგ, თუ არ გაიხსნება ტრანსპორტის სავალი ნაწილი, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში იმოქმედებს და მიიღებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.

შეკრება/მანიფესტაციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოვუწოდებთ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ყაველაშვილი - ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მისია იქნება, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში პრეზიდენტის ინსტიტუტი დავაბრუნოთ
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება [ვიდეო]
რუსებმა კიევს დრონებით შეუტიეს - არიან დაშავებულები
ლომჯარია - დამიკავშირდნენ უკვე სასამართლოდან და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოვიკითხები