მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
2024-11-19 13:17:12

სამართალი

მიმდინარე წლის ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში "სარფი", "სადახლო-საავტომობილო", "ნინოწმინდა" და "ყაზბეგი", დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, შესაბამისი რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის/ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში - 38 260 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

"საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად, 2 კანონდამრღვევი მოქალაქე, რომლებსაც ქმედება განმეორებით ჰქონდათ ჩადენილი სანქციის სახით, 3000 ლარით დაჯარიმდნენ, ხოლო ერთი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა",- ნათქვამია ინფორმაციაში.


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ხუციშვილი - ADB-ის მიერ ფინანსური რესურსის გამოყოფა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკონომიკისადმი ნდობის ხარისხზე მიუთითებს
ბოკუჩავა - ცრუობენ, რომ ელჩები არ მიიწვიეს - დიპლომატიური კორპუსი უარს აცხადებს, პარლამენტის სხდომაზე მივიდეს
1-ელი დეკემბრიდან, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა