13 ნოემბერი სიკეთის საერთაშორისო დღეა - თარიღთან დაკავშირებით, სსიპ ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლაში, VII-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტრენინგი, თემაზე „სიკეთე და მზრუნველობა მნიშვნელოვანი მორალური ღირებულებები“ გაიმართა.
ტრენინგი განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის კულტურული ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა.
სიკეთის დღე 1998 წლიდან აღინიშნება, ამ დღის მიზანი სიკეთის კეთება და გავრცელებაა.
ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),