აშშ სირიაში პრო-ირანული დაჯგუფებების ობიექტებს დაარტყა
2024-11-12 12:15:21

სამხედრო

ამერიკელმა ჯარებმა სირიაში ცხრა სამიზნეს დარტყმა მიაყენეს, რომლებიც დაკავშირებულია პროირანულ დაჯგუფებებთან ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში.

შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განმარტა, რომ თავდასხმები სირიაში აშშ-ს პერსონალზე გასული 24 საათის განმავლობაში განხორციელებული თავდასხმების პასუხია. სამხედროებმა არ მიუთითეს, თუ რომელი ობიექტები იყო საპასუხო დარტყმების სამიზნე ან რომელი ჯგუფები აკონტროლებდნენ მათ.

დარტყმები შეამცირებს თეირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების უნარს დაგეგმონ და განახორციელონ თავდასხმები შეერთებულ შტატებსა და საერთაშორისო კოალიციურ ძალებზე, ხაზგასმით აღნიშნა CENTCOM-მა. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, სირიაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტი დაახლოებით 900 ადამიანს შეადგენს.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


რუსეთის მიერ უკრაინაზე ექსპერიმენტული ბალისტიკური რაკეტით თავდასხმის გამო, ნატო-უკრაინის საბჭოს, საგანგებო შეხვედრა გაიმართება
პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ხუციშვილი - ADB-ის მიერ ფინანსური რესურსის გამოყოფა საქართველოს ეკონომიკისადმი ნდობის ხარისხზე მიუთითებს
ბოკუჩავა - ცრუობენ, რომ ელჩები არ მიიწვიეს - დიპლომატიური კორპუსი უარს აცხადებს, პარლამენტის სხდომაზე მივიდეს