ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა ავცრლებს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ საფორტეპიანო განყოფილების IV კლასის მოსწავლე, სესილი სივსივაძემ აშშ-ში სან-ფრანცისკოში გამართულ საერთაშორისო კონკურზე ლაურიატის წოდება მოიპოვა.
"ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ საფორტეპიანო განყოფილების IV კლასის მოსწავლე, სესილი სივსივაძემ ქ. სან-ფრანცისკოში გამართულ საერთაშორისო კონკურსის „US International Open Music Competition“ სამ სხვადასხვა კატეგორიაში (Young Prodigy, Solo Romantic, Solo Contemporary) მოიპოვა I პრემია და ლაურეატის წოდება!" - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
2022 წელს სესილი სივსივაძემ ესპანეთის საერთაშორისო ფესტივალი World Art Games - პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა, ამავე წელს არაბეთის გაერთიანებული ემირატების მეორე საერთაშორისო კონკურსი - პირველი საპრიზო ადგილი; ამერიკის შეერთებული შტატების მუსიკის მასწავლებელთა ეროვნული ასოციაციის მიერ გამართული საერთაშორისო ონლაინ ფესტივალი ოჰაიოს შტატში, ქალაქ ცინცინატში - ფესტივალის ლაურეატი;
გასულ წელს სესილი სივსივაძემ ოთხ საერთაშორისო კონკურსში მოიპოვა ლაურეატის წოდება:
ამასთან, 2021 წლის ივლისში პიანისტმა სესილი სივსივაძემ მალტის საერთაშორისო პიანისტთა ონლაინ კონკურსზე “VII Valetta International Piano Competition” მოიპოვა გრან პრი
ავტორი: ექსპრესნიუსი,