მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის გარღვევის პრეტენდენტად დასახელდა. ამის შესახებ უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გახდა ცნობილი.
ევროპის თასის ბოლო სეზონში გიულერმა 14 მატჩში ორი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ეს ჯილდო საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდოს ცვლის, რომლის მოგებაც ფეხბურთელს კარიერაში მხოლოდ ერთხელ შეუძლია.
გასულ სეზონში გიულერმა ყველა ტურნირზე 51 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა. კლუბთან მისი ამჟამინდელი კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. Transfermarkt პორტალზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მისი საბაზრო ღირებულება 90 მილიონი ევროა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,