„პარი სენ-ჟერმენის“ (პსჟ) ქართველი ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
პარიზულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონის „არსენალი“ 1-1 (პენალტების სერიაში 4-3) დაამარცხა და თასი მოიპოვა. თამაში ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გაიმართა. მსაჯი დანიელ ზიბერტი (გერმანია) იყო.
კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ბოლო სეზონში კლუბის შემადგენლობაში 16 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა.
პსჟ ისტორიაში მეორე კლუბი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში მოიგო. გასული წლის ფინალში პარიზელებმა „ინტერი“ 5-0 დაამარცხეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,