ბელარუსი ოპოზიციონერები ვიქტორ ბაბარიკო და მარია კოლესნიკოვა უკრაინაში გადაიყვანეს
2025-12-13 21:31:25

მსოფლიო

ბელარუსი ოპოზიციონერები ვიქტორ ბაბარიკო და მარია კოლესნიკოვა  დღეს შეწყალებულ  112 პოლიტპატიმართან ერთად უკრაინაში გადაიყვანეს.

მათ პირადად უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი კირილ ბუდანოვი დახვდა. დანარჩენი 9 პოლიტპატიმარი, ნობელის პრემიის ლაურეატ ალეს ბელიაცკის ჩათვლით ლიეტუვაშია დეპორტირებული.

სულ ბელარუსმა უკრაინას 114 მშვიდობიანი მოქალაქე გადასცა, მათ შორის ხუთი უკრაინის მოქალაქე, რომელთა შესახებაც ადრე იყო ინფორმაცია.

„ბელორუსის მხარესთან წინასწარი შეთანხმებებისა და პროდუქტიული მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების თხოვნითა და დახმარებით, ასევე სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის მუშაობის შედეგად, უკრაინაში გადაიყვანეს 114 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის უკრაინელები, რომლებიც ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამჟამად უკრაინაში მყოფ ბელარუსი ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის არიან ვიქტორ ბაბარიკა, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს, და მისი მოკავშირე მარია კოლესნიკოვა, ასევე TUT.by პორტალის მთავარი რედაქტორი მარინა ზოლოტოვა და მარია ალექსანდროვა.

როგორც ფოტოებიდან ჩანს, მათ საზღვარზე პირადად შეხვდა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


იაპონელი ძიუდოისტი, ჯოშირო მარუიამა დაქორწინდა
ბელარუსი ოპოზიციონერები ვიქტორ ბაბარიკო და მარია კოლესნიკოვა უკრაინაში გადაიყვანეს
ჰოლივუდის მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის კოლესნიკოვი, ბიალაცკი და ბაბარიკო
X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი