ჰოლივუდის მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
2025-12-13 21:21:39

Lifestyle

ჰოლივუდის მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. 90-იანი წლების ლეგენდარული ფილმების „ნიღაბი“ და „კრიმინალური საკითხავის“ ვარსკვლავი ნიუ-იორკში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს, განუცხადა მისმა აგენტმა The New York Post-ს.

გრინი უგონო მდგომარეობაში იპოვეს 12 დეკემბრის შუადღისას და ბინაში გამოძახებულმა პარამედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა მის სხეულზე ძალადობის კვალი არ აღმოჩნდა.

მსახიობს მიკი რურკთან ერთად ახალი ფილმის „მასკოტების“ გადაღებების დაწყება 2026 წლის დასაწყისში ჰქონდა დაგეგმილი.

პიტერ გრინი ყველაზე მეტად ცნობილია ჯიმ ქერის კომედიაში „ნიღაბი“ მაფიოზ დორიან ტირელის როლით, ასევე კვენტინ ტარანტინოს „Pulp Fiction“-ში ზედის როლით. გრინის უახლესი ნამუშევარი იყო ჯონ ვიკის თემატიკის სერიალი „კონტინენტალი“.

 


ავტორი: ექსპრესნიუსი,


იაპონელი ძიუდოისტი, ჯოშირო მარუიამა დაქორწინდა
ბელარუსი ოპოზიციონერები ვიქტორ ბაბარიკო და მარია კოლესნიკოვა უკრაინაში გადაიყვანეს
ჰოლივუდის მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის კოლესნიკოვი, ბიალაცკი და ბაბარიკო
X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი