კესტუტის ბუდრისი - ძვირფასო ქართველებო, მყარად დარჩით,ლიეტუვა თქვენთანაა
2024-12-28 20:02:54

მსოფლიო

ლიეტვუის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისტმა საკუთარი X-ის გვერდზე საქართველოში გამართული  „ერთობის ჯაჭვი“  შეაფასა, მისი თქმით საქართველო დღეს ერთიანობის და დემოკრატიის ჯაჭვში დგას.

„თავისუფლების სული უტეხია. დღეს ქართველი ხალხი ერთიანობის ჯაჭვში დგას დემოკრატიისთვისა და თავიანთი ევროპული მომავლისთვის, როგორც ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ხელიხელჩაკიდებულები იდგნენ „ბალტიის გზაში“, რათა თავი დაეღწიათ საბჭოური ციხიდან. ძვირფასო ქართველებო, მყარად დარჩით - ლიეტუვა თქვენთანაა“, - წერს ბუდრისი.

ცნობისთვის, დღეს თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში „ერთობის ჯაჭვი“ შეიკრა.

საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის მასშტაბით გაბმული ჰქონდათ „ერთობის ჯაჭვი“, რითაც ქვეყნის ევროპული არჩევანის მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირეს.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


იაპონელი ძიუდოისტი, ჯოშირო მარუიამა დაქორწინდა
ბელარუსი ოპოზიციონერები ვიქტორ ბაბარიკო და მარია კოლესნიკოვა უკრაინაში გადაიყვანეს
ჰოლივუდის მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის კოლესნიკოვი, ბიალაცკი და ბაბარიკო
X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი