10:21 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-27 14:38:52, 3497 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 18.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 18.6 მლრდ აშშ დოლარი (53.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2019 წლის მშპ-ს 105.1 პროცენტია. 2019 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 729.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

ამის შესახებ იფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

მათი ცნობით, ამ ვალიდან, ოპერაციული ცვლილებების გამო საგარეო ვალი 529.5 მლნ აშშ დოლარით, საკურსო ცვლილებების გამო - 141.6 მლნ აშშ დოლარით, ფასის ცვლილებების გამო - 33.9 და სხვა ცვლილებების გამო - 23.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.9 მლრდ აშშ დოლარი (22.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 44.4 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.7 მლრდ აშშ დოლარი (16.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 32.3 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 449.7 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.5 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 832.5 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.7 პროცენტი) და 866.1 მლნ აშშ დოლარი (2.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.9 პროცენტი).

ასევე, საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.5 მლრდ აშშ დოლარი (12.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.4 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.7 მლრდ აშშ დოლარი (13.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.3 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.3 მლრდ აშშ დოლარი (9.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 18.6 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 89.6 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

რაც შეეხება საქართველოს წმინდა საგარეო ვალს,მან 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 10.7 მლრდ აშშ დოლარი (30.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 60.5 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 4.3 მლრდ აშშ დოლარია (12.5 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 24.6 პროცენტია.

„2019 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 45.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები - 39.2 მლნ აშშ დოლარით, ხოლო საკურსო ცვლილების გამო - ვალი 5.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 2019 წლის მეოთხე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 449.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 199.3 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“, - განაცხადა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალები ეწვივნენ
პრემიერი გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
პენიტენციურ დაწესებულებებში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო
როთი - მოვიწვიე ლევან იზორია, რათა მასთან დაგეგმილ „აგენტების კანონზე“ ვისაუბრო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics