|
2020-03-24 14:29:12, 2048 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ჩვენი დახმარების ერთ-ერთი მთავარი ობიექტი ის ადამიანები იქნებიან, ვინც სამუშაო ადგილებს დაკარგავენ
„ჩვენ ვმუშაობთ ზოგადად კორონავირუსით გამოწვეული ნეგატიური ზეგავლენის შერბილების ღონისძიებებზე - ჩვენი მთავარი ობიექტი ის ადამიანები არიან, ვინც, მიუხედავად მცდელობისა, სამუშაო ადგილების გარეშე დარჩებიან, რადგან ძალიან გაუჭირდა კერძო სექტორს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი მუშაობს როგორც ბიზნესსექტორის, ისე უმუშევრად დარჩენლი მოქალაქეების დახმარების პროგრამაზე, რომელიც უახლოეს დღეებში საჯარო გახდება. „ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბიზნესისთვის გადასახადების სხვადასხვა წნეხი შევარბილოთ, მაგრამ ეს იმდენად დიდი და გლობალური ეკონომიკური კრიზისია მსოფლიოში, და საქართველო მსოფლიოს ნაწილია, რომ ვერ გამოვრიცხავთ - გვეყოლება ადამიანები, ვინც დაკარგავს სამუშაო ადგილებს, ისინი ჩვენი დახმარების ერთ-ერთი მთავარი ობიექტია", - აღნიშნა მინისტრმა. ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფოს დახმარების პროგრმა ორი მიმართულებით იმუშავებს: დახმარების ობიექტი ის ბიზნესები იქნება, რომლებიც ამ დახმარების შედეგად შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს და უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები. „ჩვენ ასე დავიწყეთ და ამიტომაც დავეხმარეთ სასტუმროებს და ზოგადად ტურიზმის ინდუსტრიას და ჯამში მათ ერთმილიარდლარიანი შეღავათები გავუწიეთ, რომ მათ აიღეს ვალდებულება - გარკვეული დროის განმავლობაში პერსონალს არ შეამცირებენ, და ისინი მიყვებიან ამ შეთანხმებას. ანუ, ჩვენ ერთი მხრივ ვეხმარებით ბიზნესს, რომ მან შეინარჩუნოს დასაქმებულები და სამუშაო ადგილები და მეორე მხრივ, აქცენტი გვაქვს იმ ადამიანებზე და ფიზიკურ პირებზე, ვინც მიუხედავად ამ მცდელობისა, მაინც დაკარგავს სამუშაო ადგილებს. ა,ი ეს ორი მიმართუელბა იქნება ასახული ჩვენს პროგრამაში, რომელიც ძალიან მალე გახდება საჯარო", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ევროპარლამენტი საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ დებატებს გამართავს
ადვოკატი: დავითაძესთან სოლიდარობის ნიშნად დაახლოებით ექვსი პატიმარი შიმშილობს
ლონდონში დააკავეს კაცი, რომელიც 14 წლის დიშვილს აუპატიურებდა და 20 წელი აქვს მისჯილი
ადვოკატის თქმით, დავითაძისადმი სოლიდარობის გამო პატიმარს სცემეს და ბათუმის ციხეში გადაიყვანეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)