|
2020-03-23 11:03:36, 1205 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი: დღეს არსებულ ვითარებაში, ბიზნესსექტორისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამაცივრე მეურნეობების წარმომადგენლებს, ხორცისა და თევზის იმპორტიორებს და დისტრიბუტორებს შეხვდა. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა, ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების პირობებში, მოსახლეობის სურსათით შეუფერხებელი უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აუცილებელია, ძირითადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების გარდა, ყველა სხვა სახის პროდუქტის საკმარისი მარაგებიც არსებობდეს და მოსახლეობას მისი შეძენა შეუფერხებლად შეეძლოს. „ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ იმისთვის, რომ მოსახლეობას სურსათის უზრუნველყოფის კუთხით პრობლემა არ შეექმნას. მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს სასურსათო უზრუნველყოფის ჯაჭვში ჩართულ ყველა რგოლთან, რათა არ იყოს შეფერხებები, უწყვეტად ხდებოდეს პროდუქციის მიწოდება. ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან გამართულ რეგულარულ შეხვედრებზე განვიხილავთ ყველა იმ საკითხს, რომელიც მთელ მსოფლიოში შექმნილმა საგანგებო ვითარებამ შექმნა. ეს უკავშირდება როგორც საბაჟო პროცედურებს, ასევე ჰიგიენურ და ვეტერინარულ საკითხებს. დღეს არსებულ ვითარებაში, ბიზნესსექტორისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესსექტორის მხრიდან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამაცივრე მეურნეობებში ხორცისა და თევზის საკმარისი მარაგები არსებობს. ამასთან, შეუფერხებლად მიმდინარეობს ტვირთების შემოტანა და მარაგების შევსება. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე ესწრებოდნენ. ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს დაევალა.
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 28.2 მლრდ აშშ დოლარი (74.5 მლრდ ლარი) შეადგინა
რუსეთის მოქალაქე, რომელმაც თბილისში აივნიდან გადმოაფსა, 15 დღით დააკავეს და შემდეგ საქართველოდან დაადეპორტებენ
საუდის არაბეთმა Flydubai-ს ბორტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)