18:11 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-30 16:48:27, 996 ნახვა

მსოფლიო
საუდის არაბეთმა Flydubai-ს ბორტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო Flydubai-ს რეისზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელმაც დუბაიდან თელ-ავივში მიმავალ გზაზე სამეფოში ავარიული დაშვება განახორციელა. საუდის არაბეთის აეროპორტების ოპერატორის, Cluster 2-ის ცნობით, ხელისუფლება ასევე კოორდინაციას უწევს სარეზერვო თვითმფრინავის განლაგებას.

„მიმდინარეობს კოორდინაცია ავიაკომპანიასთან ალტერნატიული თვითმფრინავის უზრუნველსაყოფად. ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო“, - ნათქვამია ტაბუკის აეროპორტის მმართველი კომპანიის განცხადებაში.

ადრე, ტელეარხმა i24News-მა, ისრაელის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის ხელისუფლება ინციდენტს ტერორისტულ თავდასხმად მიიჩნევს. მაუწყებლის ცნობით, მეორე პილოტმა (ომანის მოქალაქემ) კაპიტანი (არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქე) დაჭრა და კონტროლის ხელში ჩაგდება სცადა. თავდამსხმელი მგზავრებმა და ეკიპაჟმა გაანეიტრალეს, ხოლო ბორტზე მყოფმა სამხრეთ აფრიკის და ახალი ზელანდიის პილოტებმა თვითმფრინავის ტაბუკში დაშვებაში დახმარება გაუწიეს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
2027 წლის ბიუჯეტი მილიარდნახევრით აღემატება მიმდინარეს: ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია 830 მილიონი ლარით, კიდევ რა ხარჯები იზრდება?
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად - „თეგეტა მოტორსისა“ და „გალფის“ შეთავაზება ბიზნესს
ქეთევან დედოფალზე გაკეთებული განცხადებების გამო, ირანის ელჩი საგარეოში დაიბარეს
ნიკე-ლუსო: ჩაშლილი მატჩით და მოედანზე დადგმული პერფორმანსით არ დაზარალდება ჩვენი კლუბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics