|
2020-03-21 16:26:18, 1278 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე - საგანგებო სხდომაზე წარმოდგენილი იქნება შესაბამისი დეკრეტი, რომელსაც დავამტკიცებთ
„საგანგებო სხდომაზე პრეზიდენტის ბრძანებას განვიხილავთ და წარმოდგენილი იქნება შესაბამისი დეკრეტი, რომელსაც დავამტკიცებთ", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ტ/კ „იმედის" ტელეეთერში განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის შემოღების საჭიროებას ხედავს, რადგან ის გარკვეული შეზრუდვები, რაც პრაქტიკულად ხორციელდებოდა ქვეყანაში, საჭიროებს მხარდაჭერას. „საჭიროებს მხარდაჭერას, რომ იმ გადაწყვეტილებებსა და რეკომენდაციებს, რომელსაც მოსახელობის დიდი ნაწილი და შესაბამისი ორგანიზაციები ისედაც ასრულდებდა, ჰქონდეს სამართლებრივი საფუძვლები და ამ გადაწყვეტილებების სწარაფი აღსრულება მოხდეს",- განმარტა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, დეკრეტის შემთხვევაში მთავრობას სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების სამართლებრივი საფუძველი ექნება და ამსითვის საჭირო იყოს არა 1 კვირა, არამედ 1-2 საათი. „საგანგებო მდგომარეობის დროს სწრაფი გადაწყვეტილების მიღების საშუალება არის,რაც იყო ერთ-ერთი საფუძველი, რომ მივსულიყავით საგანგებო მდგომარეობის მიღების გადაწყვეტილებამდე", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისივე ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის სხდავადსხვა ფორმას კონკრეტულ შემთხვევებში განსაზღვრავს დეკრეტი და მთავრობა შესაბამისად მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში. „ამ შემთხვევაში არ არის საუბარი ტოტალურ აკრძალვებზე, ტოტალურ კარანტინზე, გადაადგილების ტოტალურ შეზღუდვებზე. აქ საუბარია მთავრობისთვის უფლებამოსილების მინიჭებაზე, რომ საკარანტინო პირობები დაადგინოს, და საკარანტინო პირობებისა და, ზოგადად, ამ რეჟიმის დარღვევისთვის შესაბამის სანქციები განსაზღვროს. არ იქინება გადაადგილების ისეთი შეზღუდვა, რომ ადამიანს არ შეეძლოს ერთი ადგილიდან დანიშნულების ადგილზე მისვლა, თუმცა გარკვეული შეზღუდვები ამ მიმართულებით იქნება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ტოტალური შეზღუდვები არ იქნება, თუ ამისი უკიდურესი აუცილებლობა არ დადგება, მაგრამ ამ უკიდურესი აუცილებლობის დროსაც, (რომელზეც დღეს არ არის საუბარი), თუ მთავრობა მიიჩნევს ამის აუცილებლობას, თავისი დისკრეციის ფარგლებში, ამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება უფრო სწრაფად იქნება შესაძლებელი. როცა ამ დღეებში რეკომენდაციები მიეცა სხვადასხვა დაწსესებულებებს, სავაჭრო ობიექტებს, რომ დახურულიყვნენ, 99%-ის შემთხვევაში იყო ამაზე მზაობა, მაგრამ იყო იშვიათი გამონაკლისები, როცა არ ასრულებდნენ რეკომენდაციებს. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე ჩვენ შეგვეძლება სახელმწიფოებრივი იძულების ღონისძიებებით ასეთი ობიექტები დროებით დავხუროთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძმ. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი იქნება დეკრეტშიი, რომ 10 ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალოს. „ამ გზით რისკებს მინიმუმამდე შევამცირებთ. შეკრებების შეზღუდვა მოგვცემს საშუალებას, რომ თუ მოლოდინი არის რაღაც რაოდენობის ადამიანების ინფიცირების, რადიკალურად შევამციროთ ინფიცირების ეს შესაძლებლობები და ჯანდაცვის სისტემას მივცეთ საშუალება, შედარებით თავისუფლად იმოქმედოს ვირუსის გავრცელების პრევენციის თვალსაზრისით. ჩვენი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მინიმუმამდე დავიყვანოთ რისკები", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. დეპუტატის აზრით, ჯარის გამოყენება და მსგავსი ღონისძიებების გატარება საჭირო არ იქნება. მისივე ინფორმაციით, საერთოდ დღის წესრიგშიც არ დამდგარა ჯარის გამოყენების საკითხი კონსულტაციებისა და საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრების დროს. მისი შეფასებით, პოლიციაც და ყველა შესაბამისი უწყებაც თავის საქმეს თავს ძალიან კარგად ართმევენ. „ვხედავთ, რომ მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილიც მაღალი პასუხისმგებლობით უდგება ამ პროცესს. გარდა იმისა, რომ ჩვენ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა უნდა დავიცვათ და რისკები მინიმუმამდე დავიყვანოთ, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ, რომ ეკონომიკა არ დადგეს რისკის ქვეშ და მისი აღდგენის პოტენციალი ძალიან არ დავასუსტოთ. მოქალაქეები, როცა რეკომენდაციებს იცავენ, მარტო ჯანმრთელობაზე კი არ ზრუნავენ, არამედ უფრთხილდებიან ეკონომიკურ პოტენციალსაც", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის თხოვნით, პრეზიდენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)